გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

9 ქულა და 7 მოხსნა - ბეჟანიშვილის გუნდის ზედიზედ მე-3 მარცხი

NBA-ს განვითარების ლიგაში (G) გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სქაიჰოუკსი“ „ინდიანა პეისერსის“ სარეზერვო გუნდს „ფორტ ვეინ მედ ანტს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 135:141 დამარცხდა.

24 წლის ქართველი ლეგიონერი რეგულარულ სეზონში საშუალოდ 10.9 ქულას, 6.1 მოხსნას და 2.0 პასს აგროვებს.

ამ შეხვედრაშიც ბეჟანიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და ნაყოფიერი მატჩიც ჰქონდა. მის ანგარიშზე 9 ქულა, 7 მოხსნა და 4 გადაცემა იყო.

„კოლეჯ პარკსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო და სატურნირო ცხრილში 9 მოგებითა და 11 მარცხით მე-9 პოზიციას იკავებს. ბეჟანიშვილის გუნდისთვის მთავარი ექვსეულში მოხვედრაა, რაც ამ წაგების შემდეგ გართულდა, თუმცა შანსები კვლავ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი პიოტრ იანთან ჩხუბზე: „ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ბრძოლა“
მერაბი პიოტრ იანთან ჩხუბზე: „ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ბრძოლა“