გიორგი პაპავა, ირაკლი რუხაძე, ანდრო გიორგაძე, შოთა გვაზავა, ზაქარია ბეგლარიშვილი, ნოდარ ქავთარაძე
Aa
Aa

მორიგი ქართველი უზბეკეთში - ანდრო გიორგაძე მაშალში ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრო გიორგაძე კარიერას უზბეკურ მუბარეკის „მაშალში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

26 წლის ფეხბურთელს უკრაინის უმაღლეს ლიგაში პოლტავას „ვორსკლასა“ (2017-19) და „კარპატის“ (2020) რიგებში უთამაშია.  უკრაინის პრემიერ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა. ასევე, გარკვეული პერიოდი ჩეხური „ზლინის“ მოთამაშე იყო (2019). 

ცენტრალურმა მცველმა, რომელიც სიმაღლით 197 სანტიმეტრია, 2022 წლის სეზონი თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა. ქართული კლუბებიდან მას ასევე უთამაშია მარტვილის „მერანის“ (2016-17), ქუთაისის „ტორპედოსა“ (2020) და „სამტრედიას“ (2021) მაისურით.

ევრო 2019-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.

ანდრო გიორგაძესთან ერთად „მაშალში“ შოთა გვაზავა გადავიდა, რომელსაც ქართული კლუბების გარდა ბულგარულ „ბერეიასა“ (2019) და სომხურ „ვანში“ (2022) უთამაშია.

უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილი ითამაშებს, რომელმაც ტალინის „ლევადია“ დატოვა და 2023 წლის სეზონს „თურონში“ გაატარებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზამთარში უზბეკური აგმკ-ს ფეხბურთელი ირაკლი რუხაძე გახდა, გასული სეზონის დასრულების შემდეგ კი „ფახთაქორთან“ კონტრაქტი თბილისის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა გიორგი პაპავამ გააფორმა. გარდა ამისა, უზბეკურ „ანდიჯანში“ ნოდარ ქავთარაძე გადავიდა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის გარდა რუსეთსა და უნგრეთში უთამაშია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პასკუალი: „ხვიჩა ეგოისტი არაა, გუნდურ ფეხბურთს თამაშობს“
პასკუალი: „ხვიჩა ეგოისტი არაა, გუნდურ ფეხბურთს თამაშობს“