საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონში? - ტრანსფერი რეალურია

FotoMac-ის ინფორმაციით, „ტრაბზონმა“ საბა ლობჟანიძის წინადადებით მიმართა. თურქეთის მოქმედ ჩემპიონს ქართველის დამატება იჯარით სურს. 28 წლის ქართველი გარემარბის დამატებას „ფენერბახჩეც“ განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად „ტრაბზონი“ აქტიურობს, რომელიც„ჰატაისპორის“ კიდევ ერთ შემტევს, ლობჟანიძის თანაგუნდელს, აუბ ელ-კააბის უმიზნებს.

„ტრაბზონი“, რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, 38 ქულით მე-6 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

„ტრაბზონში“ ექვს ქართველს უთამაშია: შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, კახა კაჭარავა, ბესიკ ბერაძე. გარდა ამისა, 2015 წელს „ტრაბზონის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე იყო, რომელსაც გიორგი დევდარიანი ეხმარებოდა.

საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში „ჰატაისპორის“ რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 4 საგოლე პასია. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს თურქულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მოგეხსენებათ, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ქალაქ ჰატაის უდიდესი ზიანი მიაყენა. საბა ლობჟანიძის კლუბმა „ჰატაისპორმა“ სუპერლიგაში ასპარეზობა ამ მიზეზით შეწყვიტა. თავდაპირველად, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ რეგიონში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად 7.7 მაგნიტუდის. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 34 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰიოვედესი: „კვარა ერთი-ერთზე ძალიან მაგარია“
ჰიოვედესი: „კვარა ერთი-ერთზე ძალიან მაგარია“