ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ზბიგნევ ბონიეკი
Aa
Aa

„თუ ნაპოლი ჩემპიონობას დაკარგავს, ეს სამყაროს დასასრული იქნება“

UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა Kiss Kiss Napoli-სთან გადაცემა Radio Goal-თან ინტერვიუში ლუჩანო სპალეტის ფორმაციი „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. 

ზბიგნევ ბონეკი: „ნაპოლის“ არ შეუძლია ჩემპიონობა დაკარგოს, რადგან ერთადერთი გუნდია, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობს და ერთადერთი გუნდია, რომელიც ნებისმიერ მეტოქესთან ერთ სტილში ასპარეზობს. არ ჩანს მეტოქე, რომელსაც „ნაპოლის“ შეწუხება შეუძლია. თუ „ნაპოლი“ ჩემპიონობას დაკარგავს, ეს სამყაროს დასასრული იქნება, მაგრამ სპალეტის გუნდი ძალიან კარგად თამაშობს, ნეაპოლურ გუნდს უზარმაზარი უპირატესობა აქვს.

„ნაპოლი“ ერთადერთი გუნდია, რომელიც თამაშობს და არ იღლება, ბურთს სრულყოფილად აკონტროლებენ. „ნაპოლის“ ფეხბურთელები სიამოვნებით თამაშობენ და არ იღლებიან. 

კვარაცხელია და ოსიმენი ფანტასტიკური ბიჭები არიან, ახალგაზრდები, ნიჭიერები, მაგრამ მოდით, ჯერ რაღაც მოიგონ და შემდეგ გავაკეთოთ შედარება. გასული წლიდან მოყოლებული ოსიმენი ბევრი კუთხით განვითარდა, კვარა კი ძალიან ძლიერია, მაგრამ მოდით, ჯერ გაზრდის უფლება მივცეთ.

ფრანკფურტის „აინტრახტი“ აგრესიულად თამაშობს, მაგრამ „ნაპოლი“ უფრო ძლიერია და შეუძლია დუბლის შესრულებაზე იფიქროს“.

იტალიის სერია ა-ში 22 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 59 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. 23-ე ტურში, 17 თებერვალს, „ნაპოლი“ „სასუოლოს“ სტუმრად შეხვდება.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „აინტრახტია“. პირველი მატჩი გერმანიაში 22 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა 16 მარტს ნეაპოლში გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 9 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჰარი პოტერს ჰგავს, ბურთით იმას აკეთებს, რაც უნდა“ - Corriere dello Sport-ი კვარაზე
„ჰარი პოტერს ჰგავს, ბურთით იმას აკეთებს, რაც უნდა“ - Corriere dello Sport-ი კვარაზე