ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ჰარი პოტერს ჰგავს, ბურთით იმას აკეთებს, რაც უნდა“ - Corriere dello Sport-ი კვარაზე

იტალიურ პრესაში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი არ წყდება. Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში „კვარაზე“ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა და ავტორიტეტულმა გამოცემამ 22 წლის შემტევი ჰარი პოტერს შეადარა.

„ნაპოლიმ ციხე-სიმაგრე ააშენა, რომელშიც ამოუხსნელ ლაბირინთებს შეხვდებით. ოსიმენი აღარ ჩერდება და ბოლო 6 შეხვედრაში, 8 გოლი გაიტანა. იგი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, შეუძლებლობის საზღვარს მიუახლოვდა. კვარა ჰარი პოტერს ჰგავს და ბურთით იმას აკეთებს, რაც უნდა. მეტოქეებს უმალავს, ქრება და შემდეგ მასთან ერთად ჩნდება, რათა მორიგი ტრიუკი შეასრულოს და სტეფ კარის აღნიშვნა გამოიყენოს“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდის მომდევნო გაჩერება „სასუოლოა“, რომელსაც პარასკევს, თბილისის დროით, 23:45-ზე გაეჯიბრება. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, „პარტენოპეი“ თავის შეხვედრას 22 თებერვალს გამართავს.

ნეაპოლური გრანდი სტუმრის სტატუსით იასპარეზებს. ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „კვარას“ ანგარიშზე 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. იგი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია, რომელსაც ეს სტატისტიკა აქვს გაფორმებული. ყველა ტურნირის ეგიდით, მან 23 მატჩში ითამაშა და 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა, მესი, ფელიქსი და სხვები - The Athletic-ის ექსპერტებმა ხვიჩა გამოარჩიეს
კვარა, მესი, ფელიქსი და სხვები - The Athletic-ის ექსპერტებმა ხვიჩა გამოარჩიეს