სიომინი კვარაზე: „სეზონის მთავარი აღმოჩენაა“
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა რუსულ მედიასთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეისთვის ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა.
რას ამბობს სიომინი:
ნეაპოლელებს ჩემპიონობის უდიდესი შანსი აქვთ, ხვიჩა კვარაცხელიას კი თამამად შეიძლება ეწოდოს სეზონის მთავარი აღმოჩენა. ყველამ, ვინც ის სერია A-ში მიიწვია, მასში უდიდესი ნიჭი დაინახა. ამას ისიც მოწმობს, რომ ხვიჩა ყოველ მატჩში უკეთესად თამაშობს. ინდივიდუალური თვალსაზრისით, ხვიჩა იდეალურად აჩვენებს თავის შესაძლებლობებს. ის იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მოთამაშეა. თუმცა, ნეაპოლში ყველა კარგად თამაშობს. ხვიჩას და ოსიმენის ერთმანეთთან წარმოუდგენლად კარგი კავშირი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 23 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.