გიორგი მამარდაშვილი, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ, ვისენტე მორენო
Aa
Aa

ვინ გაწვრთნის მამარდაშვილს | ვალენსიას მესვეურებს გეგმები შეეცვალათ

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება. „ღამურებმა“ ზედიზედ მეოთხედ წააგეს და ლა ლიგაში მე-18 ადგილს იკავებენ. რამდენიმე დღის წინ, იტალიელმა სპეციალისტმა, ჯენარო გატუზომ „ჩეს“ თავკაცის პოსტი დატოვა და გუნდი სალვადორ გონსალეს მარკომ, იგივე „ვორომ“ ჩაიბარა.

Relevo-ს ცნობით, თავდაპირველად, „ღამურების“ ხელმძღვანელები აპირებდნენ, ვოროსთვის მუშაობის უფლება სეზონის ბოლომდე მიეცათ, მაგრამ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშისა და გულშემატკივრების პროტესტის გამო, აზრი შეიცვალეს. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ვალენსია“ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და ამ ეტაპზე, ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს.

„ჩე“ ნუნუ ეშპირიტუ სანტუსა და ვისენტე მორენოს დაუკავშირდა. ორივე სპეციალისტი საუდის არაბეთში მუშაობს და Relevo-ს თუ დავუჯერებთ, მათი დაყოლიება მარტივი არ იქნება. სანტუსთან კონტაქტი კლუბის პრეზიდენტს, პიტერ ლიმს ჰქონდა, ხოლო მორენოსთან მოლაპარაკებები „ღამურების“ საფეხბურთო დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ გამართა. მორენომ 2.5-წლიანი კონტრაქტი მოითხოვა და „მესტალიას“ ბინადრები მას პარასკევს კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

Relevo-ს ინფორმაციით, „ვალენსიას“ ხელმძღვანელებს უამრავი შეთავაზება ჰქონდათ, მაგრამ ამ ეტაპზე, ზემოთ ხსენებულ სპეციალისტებზე არიან ორიენტირებული. მათ გარდა, კლუბის ლეგენდის, რუბენ ბარახას დანიშვნის ალბათობაც არსებობს, მაგრამ მისი კანდიდატურა პრიორიტეტული არაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს კლინიკური სიკვდილი განიცადა
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს კლინიკური სიკვდილი განიცადა