გოგა ბითაძე
Aa
Aa

კონტაქტის ეშინოდა, გაცვლებზე აგვიანებდა | რატომ გაუშვა ინდიანამ გოგა

ჯეი მაიკლი Indystar-ის ჟურნალისტია და წლებია „ინდიანა პეისერსზე“ წერს. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქში“ გადასვლის შემდეგ, მან გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა და ქართველ კალათბურთელზე ისაუბრა.

„აქვს თუა რა ნიჭი? კი. აქვს თუ არა სამუშაო ეთიკა? საუკეთესო ვარიანტში, ეს საეჭვო საკითხია. დროთა განმავლობაში, მან სამუშაო ეთიკა გააუმჯობესა, მაგრამ იმ დონეზე ვერ აიყვანა, რომელიც საჭირო იყო და გუნდმა მისი წარსულში დატოვება გადაწყვიტა. ეს საშინელი რისკი არ ყოფილა და ზოგიერთი კალათბურთელისთვის საჭიროა, გუნდიდან გააგდონ, რათა გამოიღვიძოს.

მისმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა მითხრა, რომ NBA-იმ მასზე უდიდესი შოკი მოახდინა. გუნდში ეგონათ, რომ მისი ფიზიკური კონდიციები სათანადო დონეზე იყო, მაგრამ სასურველ ნიშნულთან ახლოსაც არ ყოფილა და ამაზე მუშაობა მოუწია. ბლოკების დაყენებისას კონტაქტის ეშინოდა და შესაძლოა, იმ კალათბურთელთა შორისაა, რომლებიც მე-5 წლამდე ვერ იხსნებიან.

დრო, რომელიც რეაგირებისთვის სჭირდებოდა, სერიოზული პრობლემა იყო. NBA-ის ტემპზე დაბალ სიჩქარეზე თამაშობდა და გაცვლებს ყოველთვის აგვიანებდა, განსაკუთრებით, როცა სამწამიანს იცავდა. სიტუაცია აფეთქდა, როცა ინდიანას მთავარი მწვრთნელის ასისტენტთან კონფლიქტი მოუვიდა“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე რეგულარულში გოგა პარკეტზე საშუალოდ 8:43 წუთს ატარებს, მისი სტატისტიკა კი ასეთია - 3.2 ქულა, 2 მოხსნა, 0.4 ასისტი, 0.2 ჩაჭრა, 0.7 დაფარება. მის გუნდს რაც შეეხება, „პეისერსს“ 25 მოგება და 31 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგა NBA-ში რჩება | მისი ახალი გუნდი ცნობილია
გოგა NBA-ში რჩება | მისი ახალი გუნდი ცნობილია