„ამჟამად, მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია“ - DAILY MAIL ხვიჩაზე
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail-ი სერია A-ს განვლილ ტურს განიხილავს და შეჯამებაში „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
სააგენტო ქართველ ფეხბურთელს ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო გარემარბად მოიაზრებს და გუნდის წარმატებაზე მის როლზე საუბრობს.
რა წერია სტატიაში:
ამჟამად, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია. მისი ნომერი - 77 იღბლიანი რიცხვია, რომლითაც ნეაპოლელი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ სკუდეტოს მოგების ოცნების ასრულებას შეძლებს.
დღეისთვის, ის ნამდვილად არის მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი და მასზე ძლიერი ფეხბურთელი ჯერჯერობით არ ჩანს. დიდი გუნდების ვარსკვლავებთან შედარება საკმარისი არ არის იმის აღსაწერად, თუ რა გავლენა აქვს კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში.
ციფრები, რომელიც მან დააგროვა უნიკალურია. მისი სურვილია, რომ გახდეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი თანაც იმ ქალაქში, რომელიც ერთ დროს მარადონას მიერ იყო დალოცვილი. ეს ფაქტორი განსაზღვრავს მის ბედს, როგორც საუკეთესო მოთამაშის.
„კრემონეზეს“ ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში ყველანაირად ცდილობდნენ მის შეჩერებას, მაგრამ „კვარამ“ კიდევ ერთი განსაკუთრებული თამაში გვაჩუქა, როდესაც თავისი ბრწყინვალე ქმედება გოლად აქცია. 22 წლის იუბილეზე ქართველმა ვარსკვლავმა „ნაპოლის“ სკუდეტოს ბეჭედზე ბეჭედი დაარტყა.
ხვიჩას ყველა მომენტი კრემონეზესთან:
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 23 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.