ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი, ბრაიან ორტეგა
Aa
Aa

„სხვა სიტყვა საჭირო არაა“ - მოვსარ ევლოევმა თოფურია გამოიწვია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ბრაიან ორტეგასთან ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. „ელ მატადორმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ორტეგას პოსტს უპასუხა და განაცხადა: „სად ხარ?“

ილიას „ტვიტს“ რუსი მებრძოლი, მოვსარ ევლოევი გამოეხმაურა და თოფურიას ულტიმატუმი წაუყენა. „ივნისში?! კი ან არა?! სხვა სიტყვა საჭირო არაა“, - განაცხადა ევლოევმა, რომელსაც კარიერაში გამართული 16 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თოფურიამ ესპანელ ჟურნალისტს, ალვარო კოლმენეროს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ რეიტინგში მასზე დაბლა მყოფ მეტოქესთან ჩხუბი არ სურს. ამ წუთისთვის, „ელ მატადორი“ მე-9 პოზიციას იკავებს, ევლოევი კი მე-10 გახლავთ. ბრაიან ორტეგას რაც შეეხება, ეს უკანასკნელი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-3 პოზიციაზეა.

როგორც მოგეხსენებათ, ევლოევსა და თოფურიას შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ რამდენიმე თვის წინ უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რუსმა მებრძოლმა ოქტაგონზე გასვლაზე უარი კორონავირუსის გამო თქვა, რის შემდეგაც იყო დაპირისპირება სოციალურ ქსელებში და რამდენიმე შეურაცხმყოფელი პოსტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგა NBA-ში რჩება | მისი ახალი გუნდი ცნობილია
გოგა NBA-ში რჩება | მისი ახალი გუნდი ცნობილია