გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

ბეჟანიშვილის ეფექტური ჩატენვები | ბრწყინვალე პროცენტი და 16 ქულა

გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი“ „დელავერ ბლუ ქოუთსს“ დაუპირისპირდა და 104:130 დამარცხდა, თუმცა, გიორგი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბეჟანიშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და აქტივში 16 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. გიორგიმ 5-ჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა და ორი ეფექტური ჩატენვაც მიითვალა. ბეჟანიშვილს ბრწყინვალე პროცენტი ჰქონდა და 9-დან 7 ბურთი ჩააგდო, მის პასივში კი 1 დაკარგვა და 5 ფოლი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ „კოლეჯ პარკ სქაჰოუქსის“ რიგებში გიორგიზე მეტი ქულა მხოლოდ ბრენდონ უილიამსმა ჩააგდო, რომელმაც თავი 17 ქულას მოუყარა, თუმცა 19-დან მხოლოდ 6 სროლა გამოიყენა. ტაირიზ მარტინი 15 ქულას დასჯერდა, ხოლო დონოვან უილიამსის ანგარიშზე 13 ქულა იყო.

ამრიგად, ბეჟანიშვილის გუნდს 9 მოგება და 10 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 გახლავთ. „სქაიჰოუქსი“ მომდევნო შეხვედრას 15 თებერვალს გამართავს და „ფორტ უეინ მედ ენთსს“ გაეჯიბრება, რომლის ანგარიშზეც 11 მოგება და 8 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანი VS ტოტენჰემი - მატჩის წინ
მილანი VS ტოტენჰემი - მატჩის წინ