კონტრაქტის დეტალები ცნობილია | რაზე შეთანხმდნენ გოგა და მისი ახალი გუნდი
„ინდიანა პეისერსის“ ყოფილმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ ახალი გუნდი იპოვა და საბედნიეროდ, NBA-ის დატოვება არ მოუწია. ქართველი ცენტრი კარიერას „ორლანდო მეჯიქის“ რიგებში გააგრძელებს და რამდენიმე წუთის წინ, ამერიკულ პრესაში მხარეებს შორის დადებული კონტრაქტის დეტალები გავრცელდა.
Hoopshype-ი ლიგასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გოგამ 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მეორე წლის დაწყებამდე, „ორლანდო“ გადაწყვეტს, ქართველ კალათბურთელთან თანამშრომლობა გააგრძელოს თუ არა.
The Orlando Magic signed Goga Bitadze to a two-year deal, league sources told @hoopshype. The second year of the deal is a team option. Bitadze was the No. 18 overall pick in the 2019 draft by the Indiana Pacers.
— Michael Scotto (@MikeAScotto) February 14, 2023
ცნობისთვის, „მეჯიქს“ 24 მოგება და 34 წაგება აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს და პლეი ინის ტურნირში მოსახვედრად იბრძვის. გამთენიისას, „ორლანდომ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ერთ-ერთ კონკურენტს, „ჩიკაგო ბულსს“ 100:91 სძლია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე რეგულარულში, „ინდიანა პეისერსის“ მაისურით გოგა პარკეტზე საშუალოდ 8:43 წუთს ატარებდა, მისი სტატისტიკა კი ასეთი გახლდათ- 3.2 ქულა, 2 მოხსნა, 0.4 ასისტი, 0.2 ჩაჭრა, 0.7 დაფარება.