ხვიჩა კვარაცხელია, ემანუელე ჯაკერინი
Aa
Aa

ჯაკერინი კვარაზე: საოცარი ბიჭია, კაკას და სალაჰს მაგონებს

იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელე ჯაკერინიმ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ის არაერთ საფეხბურთო ვარსკვლავს შეადარა.

რა თქვა ჯაკერინიმ:

ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა. კვარა კაკას და სალაჰს მახსენებს, რადგან მას შეუძლია ორივე ფეხით თამაში შეუძლია, ისევე როგორც ცალი ფეხით... ის არაპროგნოზირებადია, ვერასდროს მიხვდებით, რას გააკეთებს! გუშინდელი გოლიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მას მეტოქესთან პირისპირ თამაში, მოტყუება და ზიანის მოყენება. მის ადგილზე სხვა მოთამაშე გაჩერდებოდა და ჩააწვდიდა, მან კი ეს არ გააკეთა!

ცნობისთვის, 37 წლის ჯაკერინი სხვადასხვა წლების განმავლობაში როგორც „ნაპოლის“, ისე „იუვენტუსის“, „სანდერლენდისა“ და „კიევოს“ ღირსებას იცავდა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მას 29 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლის გატანაც შეძლო. ჯაკერინი ახლა გავლენიანი იტალიური ტელევიზია - DAZN-ის კომენტატორია.

რაც შეეხება კვარას, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 23 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელია“ - რას ამბობს ნაპოლის კაპიტანი ხვიჩაზე
„შესანიშნავი ფეხბურთელია“ - რას ამბობს ნაპოლის კაპიტანი ხვიჩაზე