Daily Mail: ილონ მასკი მანჩესტერ იუნაიტედის შესაძენად იბრძოლებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძენად ილონ მასკიც იბრძოლებს. გავლენიანი გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ამერიკელი ბიზნესმენი კლუბის გარშემო შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და უახლოეს დღეებში „წითელი ეშმაკების“ შესაძენად ოფიციალური განაცხადის გაკეთებასაც გეგმავს.
ცნობისთვის, განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 17 თებერვალია და კლუბის შეძენაზე პრეტენზია რამდენიმე ბიზნესმენმა გამოთქვა, მათ შორის ერთ-ერთი კი კატარის ემირი, ჰამად ალ-ტანია, რომელიც 8 მილიარდ ფუნტს იხდის და მთავარ ფავორიტადაც მოიაზრება.
რაც შეეხება ილონ მასკს, SpaceX-ის დამფუძნებელმა „მანჩესტერი იუნაიტედის“ ყიდვაზე პრეტენზია გასული წლის აგვისტოშიც გამოთქვა, თუმცა მაშინ თავის განცხადებას ხუმრობა უწოდა.
შეგახსენებთ, რომ კლუბის ამჟამინდელი მფლობელები გლეიზერები არიან, რომელიც „წითელი ეშმაკების“ საკონტროლო პაკეტს 2005 წლიდან უდგანან სათავეში. მათ გუნდის გაყიდვის სურვილზე ოფიციალური ინფორმაცია მიმდინარე წლის დასაწყისში გაავრცელეს.