ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი - ხვიჩა 2 საფეხურით დაწინაურდა!

ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა გამოცემა Goal.com-მა ოქროს ბურთის პრეტედენტთა განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელთა ათეულშიც საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტები, ხვიჩა კვარაცხელიაც არის შეყვანილი.

განახლებულ სიაში, კვარა მე-8 ადგილზე იმყოფება და ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან ვიქტორ ოსიმენი, კაზემირო, კევინ დე ბრუინი და ა.შ. საგულისხმოა, რომ ქართველი შემტევი გასული თვის რეიტინგში მე-10 ადგილზე იმყოფებოდა და ის თებერვლის მონაცემებით ორი საფეხურით დაწინაურდა.

ოქროს ბურთის ოცეული ასე გამოიყურება:

  1. ლეო მესი (პსჟ)
  2. კილიან მბაპე (პსჟ)
  3. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)
  4. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
  5. ნეიმარი (პსჟ)
  6. მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
  7. ვინისიუს ჯუნიორი (რეალი)
  8. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
  9. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
  10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
  11. კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი)
  12. ბუკაიო საკა (არსენალი)
  13. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდის ბორუსია)
  14. მარტინ ოდეგორი (არსენალი)
  15. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
  16. ენცო (ჩელსი)
  17. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი)
  18. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
  19. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
  20. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 23 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წავალ თუ არა კვარას წვეულებაზე? - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
წავალ თუ არა კვარას წვეულებაზე? - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ