მარსელი, რუსლან მალინოვსკი
Aa
Aa

უკრაინელს რუსი უწოდა - მალინოვსკის სურს ბოდიში პირდაპირ ეთერში მოუხადონ

უკრაინელი ფეხბურთელი რუსლან მალინოვსკი beIN Sports-ის კომენტატორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.  საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში „კლერმონისა“ და მარსელის“ შეხვედრის 26-ე წუთზე ინგლისურენოვანმა კომენტატორმა ფილ შოენმა მალინოვსკის მისამართით შემდეგი რამ თქვა: „რუსი ურტყამს, ბურთი თითქმის მოსკოვამდე ჩაფრინდა“.

მატჩის შემდეგ „მარსელის“ ფეხბურთელმა Twitter-ში დაწერა, რომ სურს, შემდეგი რეპორტაჟისას აღნიშნულმა კომენტატორმა ბოდიში მოუხადოს. 

ფილ შოენმა Twitter-ში დაწერა, რომ სტადიონზე გაშვებულმა ცრემლსადენმა გაზმა თვალები აუვსო და მისი შეცდომა ამ დისკომფორტმაც განაპირობა. შოენი თავის გამართლებას შეეცადა, აღნიშნა, რომ ცრემლსადენის ღრუბელში იჯდა. მან მალინოვსკის ბოდიში მოუხადა, თუმცა უკრაინელ ფეხბურთელს ამის პირდაპირ ეთერში მოსმენის სურვილი აქვს.

მალინოვსკი: „არ ვფიქრობ, რომ საფრანგეთში გაშვებული გაზი ეფექტს ფლორიდაში ახდენდეს. რადგან შეცდომა სატელევიზიო რეპორტაჟისას დაუშვი, მსურს ბოდიში შემდეგი რეპორტაჟის დროს მოვისმინო“.

მალინოვსკის მეუღლემ განაცხადა, რომ ამგვარ არაკომპეტენტურ კომენტატორებს თამაში არ უნდა მიჰყავდეთ.

 29 წლის რუსლან მალინოვსკი 2019 წლიდან ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელია. მიმდინარე წლის დასაწყისში იჯარით „მარსელში“ გადავიდა, სადაც ლიგა 1-ის 6 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Foot Mercato: „პარი სენ-ჟერმენი მესისა და ნეიმარის წასვლისთვის ემზადება“
Foot Mercato: „პარი სენ-ჟერმენი მესისა და ნეიმარის წასვლისთვის ემზადება“