პოლ პოგბა
Aa
Aa

ტარდელი: „პოგბა იუვესთვის სერიოზული პრობლემაა“

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკო ტარდელიმ პოლ პოგბა მიწასთან გაასწორა. იტალიელმა ნახევარმცველმა პოგბას „ბებერი ქალბატონის“ პრობლემა უწოდა და განაცხადა, რომ „ბიანკონერიმ“ ვითარება უახლოეს პერიოდში უნდა გამოასწოროს.

„პოგბას 2022 წლის აპრილის შემდეგ არ უთამაშია. ის იუვენტუსის პრობლემად იქცა. არ ვიცით, როდის დაბრუნდება და წარმოდგენა არ გვაქვს, რა უნდა. თხილამურებით დასრიალებს, როცა მის გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს. უარს ამბობს ოპერაციაზე, რომლის ჩატარებასაც კლუბი სთხოვს და სარეაბილიტაციო გრაფიკს თავად ადგენს, რათა მსოფლიო ჩემპიონატი არ გააცდინოს.

დღესდღეობით, პოგბა სერიოზული პრობლემაა, რომელიც იუვენტუსმა უნდა მოაგვაროს. ამჟამინდელი სიტუაცია გვეუბნება, რომ ბიანკონერის წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება. ჩემი აზრით, ალეგრი საქმეში უნდა ჩაერიოს. არ შეიძლება, ფეხბურთელს ხელფასი უხადო, როცა ის არაფერს აკეთებს და თან პოგბა თანაგუნდელებთან მიმართებითაც არასწორად იქცევა“.

შეგახსენებთ, რომ პოგბა „იუვეს“ 2022 წლის 11 ივლისს შეუერთდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 26 ივლისს, მან მენისკი დაიზიანა და თავდაპირველად, 2-თვიანი იძულებითი პაუზის აღება მოუწია. მას „ბიანკონერის“ რიგებში ჯერ არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური გამჭრიახობა აჩვენა“ - საფეხბურთო ექსპერტი ჩაკვეზე
„ფანტასტიკური გამჭრიახობა აჩვენა“ - საფეხბურთო ექსპერტი ჩაკვეზე