გონიო, კახა მახარაძე
Aa
Aa

მიზანი ფინალში გასვლაა - მე-4 ლიგის გონიოს ამბიციები და საინტერესო ტრანსფერები

საქართველოს რანგით მე-4 ლიგაში აღზევებულ „გონიოში“ რამდენიმე ცნობილი და გამოცდილი ფეხბურთელი ითამაშებს. კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი დავით დოლიძე ამბიციურ პროექტს ახორციელებს, მიზანი მე-3 ლიგაში გადასვლა და საქართველოს თასის ფინალში ასპარეზობაა.

„გონიოს“ ამირან გოგიტიძე გაწვრთნის, რომელსაც მთავარ მწვრთნელად ბათუმის „დინამოში“ უმუშავია. „გონიოს“ სპორტული დირექტორის პოსტს ირაკლი ბერიძე დაიკავებს, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2019-22 წლებში „შუქურაში“ მუშაობდა. მეკარეების მწვრთნელის ფუნქციებს გამოცდილი სპეციალისტი იური მამინაშვილი შეასრულებს.

კლუბის ტექნიკური პარტნიორი იტალიური სპორტული ბრენდი Macron იქნება.

„გონიოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მიხეილ კაკალაძე დაინიშნა, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფორვარდი გასულ სეზონში ქობულეთის „შუქურაში“ მუშაობდა.

„გონიო“ რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელით გაძლიერდა.  მათ შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კახა მახარაძე,  რომელმაც ეროვნულ გუნდში 2006-15 წლებში 4 მატჩი ჩაატარა.

ასევე, „გონიოში“ ითამაშებს თბილისის „დინამოს“, „საბურთალოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი მცველი ნოდარ იაშვილი. მათ გარდა აჭარულ კლუბში შემდეგი ფეხბურთელები ითამაშებენ:

ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მეკარე რომან ტაკიძე.

ბათუმის „დინამოსა“ და ლატვიური „ვენტსპილსის“ ყოფილი ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე.

31 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩელებაძე, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი „შუქურაში“ გაატარა.

ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი, 29 წლის ვაკო თევდორაძეს „გონიოში“ ვიხილავთ.

22 წლის დავით სამსონია, რომელმაც 2020 წელს „გაგრასთან“ ერთად საქართველოს თასი მოიგო.

32 წლის მცველი მირზა ფარტენაძე, რომელსაც ბათუმის „დინამოში“, „მაჭახელასა“ და „შუქურაში“ უასპარეზია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 კანდიდატიდან ერთ-ერთია - ფენერბაჰჩეს საბას დამატება სურს
3 კანდიდატიდან ერთ-ერთია - ფენერბაჰჩეს საბას დამატება სურს