ქოჩორაშვილის ლამაზი გოლი - კასტელონმა ლიდერი დაამარცხა
ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. „ლევანტედან“ „კასტელონში“ განათხოვრებულმა ქართველმა საყრდენმა „ელდენსეს“ 65-ე წუთზე შეუგდო, მეტოქის საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო, მეკარეს დაასწრო და ტექნიკური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
View this post on Instagram
მიმდინარე წლის იანვარში „კასტელონის“ მთავარ მწვრთნელად ალბერტ რუდე რული დაინიშნა. მისი გუნდში მოსვლის შემდეგ ქოჩორაშვილმა სასტარტოში ადგილი დაკარგა. რუდეს ხელმძღვანელობით „კასტელონმა“ 4 შეხვედრა ჩაატარა და ქოჩორაშვილი სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. „ელდენსესთან“ მატჩშიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და ორ წუთში გუნდს გოლით დაეხმარა. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ძელს მოხვდა.
23 წლის ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასაწყისში „კასტელონში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა, ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში 23 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.
23 ტურის შემდეგ ესპანეთის რანგით მესამე ლიგის მეორე ჯგუფში, სადაც 20 გუნდი ასპარეზობს, „კასტელონი“ 41 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ელდენსეს“ 1 ქულით ჩამორჩება.
ქოჩორაშვილს „ლევანტესთან“ მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება.