გიორგი მერებაშვილი
Aa
Aa

მერებაშვილმა პოლონურ კლუბთან მოთამაშე-მწვრთნელის კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი ბიელსკო-ბიალას „პოდბესკიძეში“ დაბრუნდა. CrystalSport-ის ცნობით, მერებაშვილი პოლონურ კლუბში მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს, სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელს, ადრიან ოლეცკის დაეხმარება. პარალელურად, „პოდბესკიძეს“ მეორე გუნდში, პოლონეთის რანგით მე-4 ლიგაში ითამაშებს, თუმცა შესაძლოა „პოდბესკიძეს“ პირველ გუნდშიც ვიხილოთ, რაც მერებაშვილის თამაშზე იქნება დამოკიდებული. კონტრაქტის მიხედვით, პირველ გუნდში თამაშის უფლებაც აქვს.

36 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას გეგმავს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სახის კონტრაქტი სამწვრთნელო პროფესიის შესწავლის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

მერებაშვილმა კარიერის საუკეთესო წლები პლოცკის „ვისლაში“ გაატარა (2016-21), 136 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა, 25 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. 2021 წლის ზაფხულში „პოდბესკიძეში“ გადავიდა, ერთი სეზონი გაატარა, 33 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. 2022-23 წლების სეზონის პირველ ნახევარში პოლონეთის რანგით მეორე ლიგის „სანდეციაში“ თამაშობდა, ზამთარში გუნდი დატოვა და „პოდბესკიძეში“ განსხვავებულ ამპლუაში დაბრუნდა.

2008-19 წლებში მერებაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამწლიანი კონტრაქტი - ბათუმის დინამოში უკრაინელი საყრდენი ითამაშებს
სამწლიანი კონტრაქტი - ბათუმის დინამოში უკრაინელი საყრდენი ითამაშებს