ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ოსიმენი ამას გააკეთებს“ - გუნდელები დღეს კვარას საჩუქარს უმზადებენ

დღეს ღამით (23:45), „ნაპოლი“ სერია A-ს 22-ე ტურში საკუთარ მოედანზე „კრემონეზეს“ უმასპინძლებს. დღევანდელი შეხვედრა გამორჩეული იმით არის, რომ ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია. ქართველი შემტევი 22 წლის გახდა და გუნდელები მისთვის სიურპრიზის გაკეთებას აპირებენ.

La Gazzetta dello Sport წერს, რომ ვიქტორ ოსიმენის თაოსნობით, გუნდელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში გაიტანოს და გამარჯვება ასე აღნიშნონ.

წყაროს ცნობით, წინა ტურში ხვიჩამ ოსიმენს გაატანინა, როცა დარტყმა და შეგდება თავადაც შეეძლო, თუმცა მან უკეთეს პოზიციაზე მყოფ გუნდელს გადააწოდა. გაძეტა წერს, რომ ნიგერიელი დღეს ყველაფერს გააკეთებს, რომ „კვარას“ პასუხი დაუბრუნოს და გოლი გაატანინოს. მას ამაში მთელი გუნდი დაეხმარება.

„აშკარა არის, რომ ამ ორ ფეხბურთელს შორის დიდი ურთიერთპატივისცემა და მეგობრობაა. ამის შესახებ სერია A-ს წინა ტურში მომხდარი ფაქტიც მეტყველებს. ოსიმენი დღეს წინა ტურში მომხდარის (კვარას პასი) საპასუხოდ იმავეს გაკეთებას შეეცდება“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში ბომბარდირთა დავას 16 გოლით ოსიმენი ლიდერობს, საგოლე პასებში კი ლიდერი 9 „ასისტით“ ხვიჩა კვარაცხელიაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე, გულიტი, ლეაო  -  მილანმა ქართველის ლამაზი გოლი გაიხსენა
კალაძე, გულიტი, ლეაო - მილანმა ქართველის ლამაზი გოლი გაიხსენა