გიორგი ქინქლაძე, ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე, ლადო ბურდული
Aa
Aa

„ხვიჩა ერთი სიტყვით? ფენომენი“ - ბურდული კვარაზე, ქინქისა და კალაძეზე

თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლადო ბურდულმა გადაცემაში „სთორი“ ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძისა და გიორგი ქინქლაძის შესახებ ისაუბრა. ასევე, მან აღნიშნა, რომ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში რუსეთის ჩემპიონატში არ ითამაშებდა.

2001-07 წლებში ლადო ბურდულმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო. მას რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ჩემპიონატებში უთამაშია. ამჟამად, ტყიბულის „მეშახტეს“ მთავარი მწვრთნელია.

„თუ ხვიჩა კვარაცხელია ერთი სიტყვით უნდა დავახასიათო, ასე ვიტყვი: ფენომენი. მას ბავშვობიდან პირადად ვიცნობ. ბავშვობიდანვე შეეძლო თამაში მარტოს მოეგო. ბავშვებში ინდივიდუალიზმი უფრო ჩანს. კვარა სულ ასეთი ბიჭი იყო. მე გამიკვირდა თბილისის „დინამოდან“ რომ წამოვიდა და „რუსთავში“ გადავიდა. შემდეგ ყველა იმას ამბობდა, რა რუსეთი... მე მაქვს რუსეთში ნათამაშები. ხვიჩამ ძალიან მაგარი სკოლა მიიღო რუსეთის ჩემპიონატში თამაშით. გავიგეთ, რომ პოლიტიკურად სხვანაირად ჯდებოდა, მაგრამ რუსეთში რომ ითამაშა, ძალიან გაიზარდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ იტალიაში ითამაშებდა, რადგან რუსეთის სახით უფრო რთულ სკოლას გაუძლო.

მე ვთვლი, რომ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს. მახსოვს, შოთა არველაძემ რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე უარი თქვა. შესაძლოა, მეც იგივე გამეკეთებინა. ცოტა რთულია, ხალხს რა უნდა უთხრა... მე სპორტსა და პოლიტიკას ყოველთვის გავმიჯნავ. უკრაინაში რომ ვთამაშობდი (2005-07), ხალხს საქართველოში რომ ვეპატიჟებოდი, აქ ჩამოსვლის ეშინოდათ. თქვენთან ცუდი რაღაცები ხდებაო, სულ ძალით წამოვიყვანე ჩემი მეგობრები და მათი მეუღლეები. ყველგანაა კარგი და ცუდი. დღეს, რუსეთში არ ვითამაშებდი. მე სხვა დროში ვთამაშობდი, დღეს არ ვითამაშებდი.

ჩემი თაობის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძეა, ყველაზე ნიჭიერი გიორგი ქინქლაძე იყო.

მანჩესტერში ბავშვებს გიორგის არქმევდნენ. ყველას დავუჯდები და ვეკამათები, ქინქლაძე მესის დონის ფეხბურთელი იყო. ვერ წარმოგიდგენიათ, მას თამაშისას მოედანზე რა ხდებოდა. კალაძემ წარმატებას შრომის ხარჯზე მიაღწია, ძალიან დიდი ფეხბურთელია. მან ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩემს მაგივრად ტიტულები ლაპარაკობენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე, გულიტი, ლეაო  -  მილანმა ქართველის ლამაზი გოლი გაიხსენა
კალაძე, გულიტი, ლეაო - მილანმა ქართველის ლამაზი გოლი გაიხსენა