ბეჟანიშვილის 17 ქულა - სკაი ჰოუკსი მე-9 ადგილზეა
NBA-ს განვითარების ლიგაში „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ „ლონგ აილენდ ნეტსთან“ 107-120 დამარცხდა.
მასპინძელთა რიგებში გიორგი ბეჟანიშვილმა პარკეტზე 29 წუთი და 24 წამი გაატარა. მის აქტივში 17 ქულაა და ამ მაჩვენებლით თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ლენგსტონ გელოუეის ჩამორჩება, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო.
Dropping dimes ???????? pic.twitter.com/LtEaWIpClZ
— College Park Skyhawks (@CPSkyhawks) February 12, 2023
24 წლის კალათბურთელმა 9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 3 ერთქულიანი ჩააგდო. სამქულიანი ერთხელ ისროლა, თუმცა სიზუსტე დააკლდა. გიორგი სამჯერ დაჯარიმდა და ორჯერ ბურთი დაკარგა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ 18 შეხვედრიდან 9 მოგებით მე-9 ადგილზეა. ბეჟანიშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას „დელავერ ბლუ კოატსთან“ 14 თებერვალს გამართავს. ფლეი-ოფში კონფერენციის საუკეთესო 6 გუნდი ითამაშებს.