გოლი და საგოლე პასი - მიქელთაძის შედეგიანი თამაში ავსტრალიაში
ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში „ნუკასლ ჯეტსმა“ შინ „მელბურნ ვიქტორი“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში 37-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ გახსნა, მან პენალტი ზუსტად გამოიყენა. 51-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა, 58-ე წუთზე მიქელთაძის საგოლე პასით გროზოსმა გამარჯვების გოლი შეაგდო.
მიქელთაძემ 14 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. 25 წლის შემტევმა შედეგიანობა მიმდინარე წელს გააუმჯობესა, ბოლო სამ მატჩში მის აქტივში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„მელბურნ ვიქტორისთან“ ბექა მიქელთაძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მისი თანაგუნდელი ბექა დარცმელია თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.
„ნიუკასლ ჯეტსმა“ 16 ტურში 21 ქულა დააგროვა და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.