კრიშტიანუ რონალდუ, ანდრეა პირლო
Aa
Aa

„ასაკი გავლენას ახდენს“ - პირლომ რონალდუზე ისაუბრა

თურქული „ქარაგიუმრუქის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ Daily Mail-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

ანდრეა პირლო: „მასთან მუშაობა ადვილი იყო. რონალდუ კარგი ბიჭია, პროფესიონალი. მას სურდა თამაში და გოლების გატანა ყოველ შეხვედრაში. მასთან პრობლემები არ გვქონია, მაგრამ ფეხბურთი იცვლება ძალიან სწრაფად. ასაკი გავლენას ახდენს.

შესაძლოა, მას პრობლემები სხვა კლუბებში ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის მასთან მუშაობა კარგი გამოცდილება იყო“.

შეგახსენებთ, ანდრეა პირლო კრიშტიანუ რონალდუს ტურინის „იუვენტუსში“ 2020-21 წლების სეზონში წვრთნიდა. მასთან მუშაობისას რონალდუმ იტალიის თასი (2020-21) და სუპერთასი (2020) მოიგო.

რონალდუმ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კარიერა „ალ ნასრში“ გააგრძელა, საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ალ ვეჰდასთან“ პოკერი შეასრულა. 38 წლის ფეხბურთელმა „ალ ნასრში“ სამ შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეტო: „ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“
ბეტო: „ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“