ოდეგორი რეალზე: ესპანელი, რომ ვყოფილიყავი მეტი შანსი მომეცემოდა
ლონდონის „არსენალის“ ნორვეგიელი გამთამაშებელი მარტინ ოდეგორი თვლის, რომ თუ კი ის ესპანელი იქნებოდა, „რეალში“ მას მეტ შანსს მისცემდნენ.
„რეალში ჩემი გეგმა იყო ყოველ დღე ვარჯიში პირველ გუნდთან ერთად, შემდეგ კი სათამაშო დრო B გუნდში. იმ მომენტში ეს გონივრულად ჩანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე ჩემი ადგილი ვერცერთ გუნდში ვერ ვიპოვე.
B გუნდთან მუდმივად არ ვმუშაობდი, ამიტომ პარტნიორებთან ხშირი კონტაქტი არ მქონია. პირველ გუნდში კი, მე უბრალოდ ბავშვი ვიყავი, რომელიც აქ სავარჯიშოდ მოვიდა. მატჩებში მონაწილეობა არ მიმიღია. თავს აუტსაიდერად ვგრძნობდი.
მე ის ნაპერწკალი დავკარგე, რომელიც ჩემს თამაშში იყო. გარკვეული პერიოდი ზედმეტად საიმედოდ ვმოქმედებდი. ზედმეტად ვნერვიულობდი, რომ შეცდომები არ დამეშვა და ჩემი ფეხბურთის ჩვენებაზე ნაკლებად ვფიქრობდი. და ჩემი თამაში მატჩში ყოველთვის განსხვავების შეტანა იყო. რთული პასის შესრულება. ახლა მე მესმის, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ დაუნდობელი უნდა ვიყო. არავინ უნდა გაინტერესებდეს და შენი თამაში აჩვენო.
რამდენიმე წლის განმავლობაში, მე უბრალოდ პროგრესი არ მქონდა.
თუ მართლა მიცნობთ, ნახავთ, რომ ბევრს ვიღიმი. მაგრამ მგონია, რომ გარედან ჩემი სახე ხანდახან უფრო გაბრაზებული ჩანს ვიდრე სინამდვილეში ვარ. მათთვის იმის წერა უფრო ადვილი იყო, თუ რამდენად რთულია ჩემი ადაპტაცია.
მახსოვს, ერთ-ერთი გამოცემის სათაური წავიკითხე, რომელიც ასეთი იყო: „ახლა მარტინ ოდეგორის საბედისწერო მომენტი დადგა“.
და მე ვამბობ: „საბედისწერო? ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ!"
ალბათ ესპანელი რომ ვიყო, მეტი დრო მომეცემოდა, რათა უფრო გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი. მართალი გითხრათ, არ ვიცი. დღევანდელ ფეხბურთში შუალედი არ არსებობს - ან ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, ან სულელი.
მინდა ნათლად განვაცხადო, რომ მადრიდის რეალში გატარებულ დროზე არ ვჩივი. არაფერს ვნანობ. მადრიდში გადასვლა ჩემთვის კარგი იყო. ბევრი რამ ვისწავლე იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო მწვერვალამდე მისასვლელად. ვუყურებდი, ვვარჯიშობდი და ვსწავლობდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებისგან, ჩემი კერპებისგან. ბერნაბეუზე ვთამაშობდი. ვისწავლე სიმტკიცე, ვისწავლე სირთულეებთან გამკლავება. ეს ის ნაწილია, რის შემდეგაც ის გავხდი ვინც ახლა ვარ. ეს არის იმის მიზეზი, რატომაც ახლა აქ ვარ“,
- დაწერა ნორვეგიელმა The Players' Tribune-ის სვეტში.
შეგახსენებთ, რომ ოდეგორი „რეალს“ 16 წლის ასაკში შეუერთდა, კლუბში 2015 წლიდან ირიცხებოდა და რამდენიმე წლით განათხოვრების წესით გაშვების შემდეგ, 2021 წელს „არსენალში“ გადავიდა. სულ მადრიდის „რეალის" ძირითად შემადგენლობაში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.