ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ბეტო
Aa
Aa

ბეტო: „ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“

Napoli Magazine ბრაზილიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელთან, ბეტოსთან ინტერვიუს აქვეყნებს. 48 წლის ვეტერანმა სპორტსმენმა, რომელიც „პარტენოპეიში“ 1996-97 წლების სეზონში თამაშობდა, ლუჩანო სპალეტის გუნდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ნაპოლის“ სერია ა-ს მოგებასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია.

ბეტო ბრაზილიის ნაკრებში 1995-99 წლებში თამაშობდა, 13 მატჩი ჩაატარა. 1999 წლის კოპა ამერიკის გამარჯვებულია.

ბეტო: „ნაპოლი“ უჩვეულო სეზონს ატარებს, პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსანს 13 ქულით უსწრებს. იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, შესაძლოა ეს სხვაობა გაიზარდოს კიდეც. „აძურიმ“ დაიმსახურა, რომ იტალიის ჩემპიონი გახდეს.

ოსიმენი და კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, დიდებული ჩემპიონები. „სპეციასთან“ მატჩის ბედი მათ გადაწყვიტეს, მაგრამ ზოგადად ბრწყინვალე პერფორმანსს უზრუნველყოფენ. მათი თამაშის ხარისხი ძალიან მაღალია.

ასევე, „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაში და ფინალამდე გასვლა შეუძლია. სერია ა-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა საინტერესო ორმაგი გამოწვევაა“.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 17 მატჩში, 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში, 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით, მის აქტივში 10 გოლია.

სერია ა-ს სატურნირო ცხრილში „ნაპოლი“ 56 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „მილანს“ 13 ქულით უსწრებს. სერია ა-ს 22-ე ტურში „ნაპოლი“ „კრემონეზეს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 12 თებერვალს გაიმართება, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ვარჯიშებზე - კარლსრუეს თავკაცმა ბუდუზე ისაუბრა
როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ვარჯიშებზე - კარლსრუეს თავკაცმა ბუდუზე ისაუბრა