დანი ალვეში
Aa
Aa

მეოთხედ შეცვლილი ჩვენება - ალვეში მომჩივანთან სექსუალურ კავშირს აღიარებს

დანი ალვეშის საქმე კვლავ ძიებაშია და ბრაზილიელი ფეხბურთელი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

ალვეშმა დღეს პირველად აღიარა, რომ მომჩივან ქალბატონთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

Antena 3-ის ჟურნალისტმა კარლოს კვილეშმა იტყობინება, რომ ალვეშისა და 23 წლის გოგონას ვერსიები ერთმანეთს ემთხვევა - „ვიპ ზონის გვერდით ტუალეტში მათ შორის სექსუალური კავშირი შედგა", მაგრამ მათი ჩვენებები თანხმობის ხარისხის შეფასებაში განსხვავდებიან. ფეხბურთელი ძალადობის ბრალდებას არ აღიარებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ სექსუალური კავშირი მართლაც იყო. გოგონა ტუალეტიდან გამოვიდა და ზუსტად ასე თქვა.

ეს ნიშნავს, რომ მისი ჩვენება სანდოა. ის საუბრობს გაუპატიურებაზე. უფრო მეტიც, თუ ის მართალია და მისი ნათქვამი 100%-ით მართალია, ეს ნიშნავს, რომ ქმედება იყო ცალსახად ძალადობრივი.

ეს ყველაფერი პოლიციის ანგარიშებშია და აღიარა თავად დანი ალვეშმაც, რომელმაც მასთან სქესობრივი აქტი დაადასტურა. მაგრამ თავიდან ალვეშს არაფერი უთქვამს, მან თქვა, რომ ამ გოგონას საერთოდ არ იცნობდა“.

- აღნიშნა ჟურნალისტმა.

ალვეშმა გაუპატიურების საქმეზე ჩვენება ადრე სამჯერ მისცა. თავდაპირველად ბრაზილიელმა თქვა, რომ არ იცნობდა გოგონას, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, შემდეგ თქვა, რომ ნახა, მაგრამ არაფერი იყო. შემდეგ კი მან თქვა, რომ სწორედ ის დაესხა თავს, როცა დანი თავის დაღწევას აპირებდა, გოგონა ძალის გამოყენებით მასთან ორალური სექსით დაკავდა.

შეგახსენებთ, რომ ალვეშს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ანჩელოტი პერესს კვარას შეძენას სთხოვს“ - რეალის სატრანსფერო გეგმები
„ანჩელოტი პერესს კვარას შეძენას სთხოვს“ - რეალის სატრანსფერო გეგმები