პოკერი და რეკორდი - რონალდუმ საუდის არაბეთში გაიბრწყინა
კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ჩემპიონატში თავისი პირველი პოკერი შეასრულა. „რონის“ „ალ-ნასრიმ“ სტუმრად „ალ ვეჰდას“ 4:0 სძლია და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
რონალდუს პოკერის შესასრულებლად 61 წუთი დასჭირდა. პორტუგალიელმა პირველ ტაიმში 21-ე და მე-40 წუთებზე გაიტანა.
მეორე ნახევარში 38 წლის ფორვარდმა 51-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან შეაგდო, ათ წუთში კი პოკერიც გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გოლების შემდეგ, რონალდუ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შიდა ჩემპიონატებში 500-გოლიანი ნიშნული გადალახა.
500 LEAGUE GOALS FOR CRISTIANO RONALDO ???? pic.twitter.com/xpn1oEpleE
— GOAL (@goal) February 9, 2023
16 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში „ალ-ნასრი“ 37-37 ქულით „ალ-შაბაბთან“ პირველ პოზიციას იყოფს, თუმცა მეტოქეზე 1 მატჩით ნაკლები აქვს გამართული. პოტენციურად რონალდუს გუნდის მთავარი კონკურენტი 34-ქულიანი „ალ-იტიჰადია“, რომელსაც ამჟამად „ალ-ნასრზე“ ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.