ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მომავალ ვარსკვლავებს შორის - როგორია ხვიჩას სპეციალური ქარდი FIFA 23-ში

FIFA 23-ის Ultimate Team-ის მოთამაშეებს „მომავალი ვარსკვლავების“ (Futere Stars) ქარდების დასაკუთრების საშუალება აქვთ. EA Sports-ი ყოველწლიურად არჩევს 23-წლამდე ასაკის ფეხბურთელებს, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ვარსკვლავური სტატუსი ჯერ არ მოუპოვებიათ და მათ სპეციალურ ქარდებს უძღვნის.

5 თებერვალს, Ultimate Team-ის მოყვარულებმა „მომავალი ვარსკვლავების“ პირველი გუნდი იხილეს, 10 თებერვალს კი FIFA 23-ში მეორე გუნდი გამოჩნდება, რომელშიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც იქნება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა.

ამ ქარდის მიხედვით, „კვარას“ რეიტინგი 90 გახლავთ და საუკეთესო მაჩვენებლები დრიბლინგსა და სისწრაფეში აქვს - 93-93. ხვიჩას დარტყმაში 84 დაუწერეს, პასში - 86, ფიზიკურ კომპონენტში - 73, ხოლო დაცვაში - 47. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „მომავალი ვარსკვლავების“ გუნდში ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 17 მატჩში, 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში, 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით, მის აქტივში 10 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის მეკარე: „ვარჯიშებზე ოსიმენი-კვარას წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია“
ნაპოლის მეკარე: „ვარჯიშებზე ოსიმენი-კვარას წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია“