ბრაიდა: „ნაპოლის ორი ფენომენი ჰყავს - კვარა და ოსიმენი“
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ სპორტულმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ „ნაპოლისთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ილაპარაკა. ბრაიდამ „პარტენოპეი“ შეაქო და განაცხადა, რომ ნეაპოლური გრანდის რიგებში ორი ფენომენი თამაშობს.
„ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს. ამ აზრზე დიდი ხანია ვარ და იმიტომ არ ვამბობ, რომ პარტენოპეის 13-ქულიანი უპირატესობა აქვს. ნეაპოლელთა რიგებში ორი ფენომენი თამაშობს - ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. ისინი ევროპაში ყველაზე ძლიერი და გადამწყვეტი ფეხბურთელები არიან. კვარაცხელია კაკას ჰგავს? თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი მეტოქის მოტყუება და მისი ჩამოშორებაა. დღესდღეობით, რამდენიმე ფეხბურთელია ვინც იცის, ეს როგორ გააკეთოს. კვარა ერთ-ერთი მათგანია და ეს მის გუნდს დიდ უპირატესობას აძლევს.
იმედი მაქვს, ჩემი კრემონეზე გულშემატკივრებს გამარჯვებას აჩუქებს. ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოვიგებთ და თან, ნეაპოლელები არასდროს დაგვიმარცხებია. კოპა იტალიაზე კი მოვიგეთ, მაგრამ ეს პენალტების სერიაში მოხდა და კარგად დავინახე, რა ძლიერ გუნდთან გვაქვს საქმე“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 17 მატჩში, 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში, 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით, მის აქტივში 10 გოლია.