ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ალექს მერეტი
Aa
Aa

ნაპოლის მეკარე: „ვარჯიშებზე ოსიმენი-კვარას წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია“

„ნაპოლის“ მეკარე, ალექს მერეტი „პარტენოპეის“ ოფიციალურ რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის ესაუბრა. მერეტს ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტზე ჰკითხეს და ალექსმა განაცხადა, რომ ისინი გუნდს უდიდეს დახმარებას უწევენ.

„ვარჯიშებზე კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია. სჯობს, მათი თანაგუნდელი იყო, ვიდრე მოწინააღმდეგე გუნდში იასპარეზო. ისინი იტალიის ჩემპიონატში ბრწყინვალედ თამაშობენ და ძალიან გვეხმარებიან. მინდა, ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო იმის გამო, რასაც აკეთებენ და ყველაფერს გვიმარტივებენ. იმედი მაქვს, სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 17 მატჩში, 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში, 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით, მის აქტივში 10 გოლია.

ოსიმენს რაც შეეხება, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ნიგერიელმა ფეხბურთელმა 16 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ვიქტორით პრემიერ ლიგის გრანდები ინტერესდებიან და იწერება, რომ ზაფხულში, მის გასაფორმებლად „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინელი ფეხბურთელი რუს ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდა
უკრაინელი ფეხბურთელი რუს ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდა