ყველაფერი შეთანხმებულია - ნიკა კაჭარავა ტორპედოში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ნიკა კაჭარავა სამშობლოში ბრუნდება. Crystalsport-ის ინფორმაციით, 29 წლის თავდამსხმელი კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს, ხანგრძლივი მოლაპარაკება ყველა დეტალზე შეთანხმებით დასრულდა.
ქუთაისის „ტორპედოს“ ამბიციური მიზნები აქვს, საქართველოში ტიტულებისთვის იბრძოლებს, კონფერენს ლიგაზე კი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შეეცდება.
Return in Georgia. Per my source, after a long negotiations, @FCTorpedo1946 have completed full verbal agreement to sign former @LechPoznan forward @nikakacharava (29). Nika needs regular playing time. pic.twitter.com/IZeFDVcvU9
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) February 9, 2023
კაჭარავა იმერულ კლუბთან კონტრაქტს ხვალ გააფორმებს და ქუთათურები მას ოფიციალურად წარადგენენ. ნიკა გამოცდილი ფეხბურთელია, რომელიც ბოლოს სამხრეთ კორეის ჩემპიონატში, „ჩონამ დრეგონსში“ თამაშობდა, მანამდე კი „ლეხისა“ და „ანორთოსისის“ რიგებში უასპარეზია.
კაჭარავამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა „ცხინვალში“ დაიწყო, სადაც 2014-დან 2016 წლამდე თამაშობდა. კარიერის ყველაზე შედეგიანი სეზონი მან „ეთნიკოსში“ ჩაატარა და 2016-17 წლების გათამაშებაში, კვიპროსის ჩემპიონატის 27 მატჩში 16 გოლი შეაგდო.
შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, „ტორპედო“ სერიოზულად გაძლიერდა. ქუთათურებმა მაღალი დონის რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს, რომელთა შორის კაიკე დავიდ ფერეირას, დავით სამურკასოვისა და არდიტ ტოლის გამორჩევა შეგვიძლია.