სუპერლიგა
Aa
Aa

რეალი, ბარსა და იუვე სუპერ ლიგის განახლებისთვის ემზადებიან

მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და ტურირის „იუვენტუსი“ სუპერლიგის პროექტის განახლებისთვის ემზადებიან.

ესპანური მედიის ინფორმაციით, დამფუძნებლებს ტურნირის სატესტო რეჟიმში ჩატარება უახლოეს პერიოდში სურთ. ამასთან, ორგანიზატორები ეტაპობრივად მართავენ მოლაპარაკებებს იმ კლუბებთან, რომლებსაც ტურნირში მონაწილეობა შესთავაზეს და მათ ფინანსური პრობლემების გადაჭრის გზებს სთავაზობენ.

ასევე, მედიაში იწერება, რომ სუპერლიგის მესვეურებმა განახლებული პროექტი წარადგინეს, რომელიც შემდეგ გარემოებებს ითვალისწინებს: სუპერლიგის ახალ ვერსიაში იქნება 60-დან 80-მდე გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც არცერთი მუდმივი წევრი არ იქნება. თითოეული გუნდი სეზონში მინიმუმ 14 მატჩს ჩაატარებს. ჯერჯერობით, კლუბების განაწილების კუთხით დეტალური ინფორმაცია არ არსებობს. ასევე, უცნობია, როგორი იქნება ტურნირის დატოვების სისტემა.

ცნობილია ის, რომ პირველ ეტაპზე ტურნირი ჯერჯერობით დახურული იქნება, რაც შესაბამისად, გუნდების შემცირებულ რაოდენობაზეც აისახება.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის შექმნაზე პირველად „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა 2021 წლის აპრილში გამოაცხადა, თანადამფუძნებლები კი „ბარსელონასა“ და იუვენტუსის „პრეზიდენტები“ იყვნენ. ორგანიზატორებს მხარს ევროპის თითქმის ყველა წამყვანი კლუბი უჭერდა, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „ჩელსი“, „არსენალი“, „ტოტენჰემი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“ და „მილანი“.

ტურნირის შექმნის შესახებ ინფორმაციით გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში „რეალის“, „ბარსას“ და „იუვენტუსის“ გარდა სუპერლიგის პროექტი ყველა გუნდმა დატოვა, მიზეზი კი გულშემატკივრების უკმაყოფილება გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სუპერლიგა ჩემპიონთა ლიგის გაუმჯობესებული ვერსია იქნება“ - ლაპორტა
„სუპერლიგა ჩემპიონთა ლიგის გაუმჯობესებული ვერსია იქნება“ - ლაპორტა