რატომ ჩაიშალა ბოლონიაში ხვიჩას ტრანსფერი? - ფოსჩი მიზეზებზე საუბრობს
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა, რინო ფოსჩიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი 2 წლის წინ „ბოლონიას“ შესთავაზა, თუმცა მაშინ, საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა, რის გამოც გარიგება ვეღარ განხორციელდა.
ფოჩის სიტყვებს Tuttomercatoweb-ი ციტირებს:
იტალიაში გადმოსვლამდე კვარას შესაძლებლობაზე დიდი ინფორმაცია არ გვქონდა. ახლა, მასზე ბევრი საუბრობს, თუმცა მე მის შესახებ უკვე ვიცოდი... ორი წლის წინ კვარაზე პირველად „ბოლონიას“ ყოფილ სპორტულ დირექტორთან, რიკარდო ბოგინისთნა ვისაუბრე. ჩვენ მის გადმოყვანას ვცდილობდით, თუმცა საბუთებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. ამ შეფერხებით ყველაზე კარგად „ნაპოლიმ“ ისარგებლა, ისევე როგორც ოსიმენის შემთხვევაში. ჯუნტოლის შესრულებული სამუშაო უნდა მივულოცოთ. სირთულეების მიუხედავად, „ნაპოლი“ არ დანებდა და როდესაც გარემოებები ყველასთვის რთული იყო, მათ მაინც შეძლეს საქმის ბოლომდე მიყვანა. მთელმა კლუბმა კარგად იმუშავა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ 2022 წლის ივლისში შეუერთდა და ამ დრომდე, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი იტალიის სერია A-ში 56 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოესმდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ წინააღმდეგ გამართავს.