FIFA THE BEST - მეკარის სამი ნომინანტი ცნობილია
ალისონ ბეკერი და ედერსონი ფიფა-ს The Best ტიტულისთვის ვეღარ იბრძოლებენ. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სია 3 ფეხბურთელამდე შეამცირა.
მაშ ასე, ცნობილია, თუ ვინ იბრძოლებს წლის საუკეთესო მეკარეობისთვის. ტიბო კურტუა, ეიმილიანო მარტინესი, იასინი ბონო.
ემილიანო მარტინესმა კატარში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ამაში უდიდესი წვლილ შეიტანა. ალბათ არავის დაავიწყდება მისი მოგერიება მატჩის ბოლო წუთზე. „დიბუს“ პირისპირ კოლო მუანი გავიდა და არგენტინელმა მეკარემ ურთულესი ბურთი აიღო.
რაც შეეხება ბონოს, „სევილიას“ კარის დარაჯი მაროკოსთან ერთად მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან დამარცხდა, თუმცა იქამდე საოცარი ჩემპიონატი ჰქონდა.
ტიბო კურტუას ბელგია ჯგუფში ჩარჩა და მას მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობით არავინ შეაფასებს. კურტუამ მადრიდის „რეალთან“ ერთად გაიბრწყინა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მისი ასპარეზობა ფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ ცალკე განხილვის საგანია.
ცნობისთვის, დაჯილდოების ცერემონია 27 თებერვალს პარიზში გაიმართება.
???? The finalists for #TheBest FIFA Men's Goalkeeper Award are...
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) February 8, 2023
???????? @emimartinezz1
???????? @thibautcourtois
???????? Yassine Bounou