ბაიერნი, ინტერი, ჰასან სალიჰამიჯიჩი
Aa
Aa

“მის გარეშე გაგვიჭირდება“ - ბაიერნმა პავარი ინტერში არ გაუშვა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა. მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ ბენჟამინ პავარის შეძენით აქტიურად ინტერესდებოდნენ ევროპული გრანდები. ერთ-ერთი კი „ინტერი“ იყო.

ჰასანმა BILD-თან საუბრისას განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელის ყიდვაზე შეთავაზება იანვრის ბოლო დღეებში მიიღო.

სალიჰამიჯიჩი:

„ბენჟამინი ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი მრავალფეროვნება დაცვის ხაზში ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ამ სეზონში დიდი მიზნები გვაქვს და პავარის გარეშე გაგვიჭირდება. ეკონომიკურად მიმზიდველი შემოთავაზებები მივიღეთ, მაგრამ ჩვენთვის სპორტული პროექტია პრიორიტეტული.”

Calciomercato.Com და კრისტიან ფალკი ამტკიცებდნენ, რომ „ინტერმა“ ყველაფერი გააკეთა პავარის გადასაბირებლად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ფაბრიციო რომანომ „ბარსელონას“ ინტერესი გამორიცხა, თუმცა გავლენიანი ჟურნალისტი წერს, რომ „ბლაუგრანა“ ბენჟამინისთვის ზაფხულში იბრძოლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა თურქეთში და სირიაში დაზარალებულებს დაეხმარება
ბარსელონა თურქეთში და სირიაში დაზარალებულებს დაეხმარება