კვარაც და მამარდაც - WhoScored-ის ტურის სიმბოლურ გუნდში ორივე მოხვდა
გასული უქმეების შემდეგ, პოპულარულმა საფეხბურთო გვერდმა WhoScored-მა ევროპის ტოპ 5 ლიგების ტურის სიმბოლური გუნდები გამოაქვეყნა.
ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ სერია A-სა და ლა ლიგის ტურის გუნდებში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი მოხვდნენ, რაც ალბათ მათი თამაშიდან გამომდინარე გასაკვირი სულაც არ ყოფილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „მამარდა“ სიმბოლურ თერთმეტეულში წაგებული გუნდიდან მოხვდა, რაც საკმაოდ დიდი იშვიათობაა.
მამარდაშვილს „ჟირონასთან“ წაგებულ (0:1) მატჩში 7 მოგერიებული ბურთი ჰქონდა და „ვალენსიას“ რიგებში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, ისევე როგორც მთელი სეზონი.
მამარდამ შეფასების სახით WhoScored-ისგან 8.1 მიიღო.
???????? La Liga Team of the Week pic.twitter.com/FrTpp3rVHr
— WhoScored.com (@WhoScored) February 7, 2023
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, გოლს + საგოლე პასის შემდეგ, ალბათ გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ ქართველი გარემარბი სიმბოლურ გუნდში ვიხილეთ.
„კვარამ“ WhoScored-ისგან 8.5 მიიღო. მასთან ერთად სიმბოლურ თერთმეტეულში მისი გუნდელი ვიქტორ ოსიმენიც მოხვდა, რომელმაც ზოგადად მთელს ტურში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 9.1.
???????? Serie A Team of the Week pic.twitter.com/pvuedL4OXU
— WhoScored.com (@WhoScored) February 8, 2023