ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

„ცრუ ინფორმაცია გავრცელდა“ - გუბანოვა მოსკოვის ფესტივალზე არ გამოვა

ამ დღეებში რუსულმა ვებ გვერდებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 14 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილს ფესტივალში ანასტასია გუბანოვა მონაწილეობას მიიღებდა, რასაც ბუნებრივია დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ცოტა ხნის წინ, გუბანოვამ საქართველოს სახელით ასპარეზობისას 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა და ქართული ციგურაობის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.

დღეს, რუსულ პრესაში გავრცელებული ცნობების შესახებ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში.

ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონისძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ  გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას  ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს - მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავთ
ვალენსია მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს - მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავთ