უგო ლორისი
Aa
Aa

ტოტენჰემს სერიოზული დანაკლისი აქვს - ლორისმა შესაძლოა 8 კვირა იუქმოს

ლონდონის „ტოტენჰემმა“ დიდი დარტყმა მიიღო. „დეზებს“ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, ფონს გასვლა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, უგო ლორისის გარეშე მოუწევთ. ამ უკანასკნელმა ტრავმა „სიტისთან“ შეხვედრაში მიიღო და მუხლი დაიზიანა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ფრანგ გოლკიპერს 6-დან 8 კვირამდე გაუცდება. საუკეთესო შემთხვევაში, იგი „ტოტენჰემს“ მარტის შუა რიცხვებში დაუბრუნდება. მის არყოფნაში, ძირითადი მეკარის ფუნქციებს ფრეიზერ ფორსტერი შეითავსებს, რომელიც ლონდონელებს ზაფხულში შეუერთდა.

ამრიგად, ლორისი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრებს გამოტოვებს და „მილანთან“ ვერ ითამაშებს. „როსონერისთან“ ჩანიშნული ასპარეზობის გარდა, ფრანგი ვეტერანი „ლესტერთან“, „ვესტ ჰემთან“, „ჩელსისთან“, „ვულვზთან“ და „ნოტინგემთან“ არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემს 39 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებს. „დეზები“ ასოციაციის თასის მოსაგებადაც იბრძვიან და მეხუთე რაუნდში, „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს - მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავთ
ვალენსია მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს - მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავთ