„არავის გავყიდით!“ - დე ლაურენტისმა ჭორები უარყო
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გერმანულ Bild-თან ინტერვიუს დროს ღიად დააფიქსირა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი ლიდერებს არ გაყიდის და ამასთან, კლუბს არც ვალები აქვს.
რას ამბობს დე ლაურენტისი:
ჩვენს მოთამაშეებზე ნამდვილად დიდი მოთხოვნაა, მაგრამ არავის გაყიდვას არ ვაპირებ, არც ვალები გვაქვს. თუ კარგი შოუს წარმოება მსურს, მაშინ მინდა, რომ საუკეთესო შემსრულებლები მყავდეს და ისინი ნამდვილად მყავს. ჩემს მიერ გადაღებულ 400-მდე ფილმში, იტალიური და მსოფლიო კინოს საუკეთესო მსახიობები და რეჟისორები მყავდა. ასე იყო ფეხბურთშიც - ლავეცი, კავანი, ჟორჟინიო, იგუაინი, ჰამშიკი, ახლა კი ოსიმენი და კვარაცხელია. არ მგონია, რომ ზაფხულში ოსიმენის და კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები წავიდნენ.
თუ გვყავს კარგი გუნდი, კლუბში არის ჯანსაღი გარემო და მუშაობს დიდი მწვრთნელი, რატომ უნდა დავანგრიოთ? ვგავართ ახლადწამოწყებულ აქციას, რომელიც იზრდება. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ჩვენი მიწა დავკარგოთ. არაფრის მეშინია, გარკვეულწილად მეომარიც ვარ.
ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგაზე, „ნაპოლისა“ და „აინტრახტს“ შორის გასამართ მერვედფინალურ მატჩზეც ისაუბრა:
რაც შეეხება „აინტრახტთან“ თამაშს, ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. თავიდან იყო განაცხადა, რომ ის არც თუ ისე რთული მეტოქე იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. შემთხვევითი არ არის, რომ „აინტრახტი“ გერმანიაში ჩემპიონობისთვის იბრძვის. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მათზე უკეთესები ვართ. გვახსოვს, „ბარსელონამ“ გასულ წელს ევროპა ლიგაზე რაც გააკეთა, არ ვაპირებთ იგივე შეცდომის გამეორებას.
შეგახსენებთ, რომ „აინტრახტსა“ და „ბარსელონას“ შორის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ფრანკფურტში, 22 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი ნეაპოლში 16 მარტს ჩატარდება.