პრემიერ ლიგა, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

8-მილიარდიანი შეთავაზება - კატარის ემირის გრანდიოზული გეგმა

უახლოეს დღეებში, კატარელი ინვენსტორების ჯგუფი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესწყიდვაზე ოფიციალურ განაცხადს გააკეთებენ. გავლენიანი გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ინვენსტორთა ჯგუფი კლუბის აქციების ნაწილის შეძენით დაინტერესებული არ არიან და მათ „წითელი ეშმაკების“ სრულად შეძენა სურთ.

სააგენტოს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყიდვით ცნობილი კატარის ემირი, ჰამად ალ-ტანია დაინტერესებული, რომელიც წლებია გუნდის დიდი გულშემატკივარია. იწერება, რომ ალ-ტანი მზადაა გლეიზერებს 8 მილიარდამდე ფუნტი გადაუხადოს. ასევე, ემირი აპირებს, რომ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს საკმაოდ მსხვილი სატრანსფერო ბიუჯეტიც მისცეს, რითაც გუნდი ინგლისური და ევროპული ფეხბურთის სათავეში დაბრუნდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰამად ალ-ტანი „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციასაც გეგმავს.

საგულისხმოა, რომ კატარელი ემირი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენას 2011 წელსაც გეგმავდა. მაშინ, ალ-ტანი მზად იყო, რომ გლეიზერების მიერ შეთავაზებულ თანხაზე დაახლოებით 1 მილიარდ ფუნტზე მეტი გადაეხადა, თუმცა კლუბის სამეურვეო საბჭოსგან უარი მიიღო.

ბრიტანულ პრესაში ამბობენ, რომ ჰამად ალ-ტანის მთავარ კონკურენტად ჯიმ რედკლიფი ითვლება, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარ ადამიანად არის მიჩნეული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კაზემიროს თავი UFC-იდან ეგონა, ის უნდა დააპატიმრონ, ამას ბავშვები უყურებდნენ“
„კაზემიროს თავი UFC-იდან ეგონა, ის უნდა დააპატიმრონ, ამას ბავშვები უყურებდნენ“