ოსიმენი ან კეინი - მანჩესტერ იუნაიტედი 100 მილიონს გამოყოფს
დიდი ხანია „მანჩესტერ იუნაიტედს“ ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა აქვს. რონალდუს წასვლის შემდეგ კი ეს პრობლემა უფრო გაიზარდა. „წითელმა ეშმაკებმა“ ვეგჰორსტი დაიმატეს, მაგრამ ნიდერლანდელი გრძელვადიან პერსპექტივაში არ განიხილება.
ახალი არავისთვის არის, რომ ტენ ჰაგი გამტან თავდამსხმელს ეძებს. „წითელ ეშმაკებს“ ჰარი კეინიც დაუკავშირეს, თუმცა ქმედითი ნაბიჯები აქამდე არ გადადგმულა.
ავტორიტეტული გამოცემა Telegraph საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 100 მილიონ ევროს გამოყოფს და მთავარი სამიზნე ჰარი კეინი ან ვიქტორ ოსიმენი იქნება.
თავის მხრივ, კეინს დიდი ხანია რაიმე ტიტულის მოგება სურს, მაგრამ „მანჩესტერი“ ამის გარანტია არ არის. ოსიმენი კი „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იდეალურ დუეტს ქმნის და „პარტენოპეიში“ თავს დიდებულად გრძნობს.
ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ინგლისურ გიგანტს ვიქტორის და ჰარის ყიდვა ძალიან გაუჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა გლეიზერები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.