ოფიციალურად: ლაზარე კუპატაძე საბურთალოში დაბრუნდა
ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მეკარე ლაზარე კუპატაძე „საბურთალოში“ დაბრუნდა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კუპატაძე ებრაულ „ბეითარში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა. ებრაული ვარიანტის ჩაშლის შემდეგ ლაზარეს მიმართ ინტერესი იაპონურ კლუბს ჰქონდა, თუმცა მოლაპარაკება აქტიურ რეჟიმში არ გადასულა.
ლაზარესა და ბათუმის „დინამოს“ შორის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში გაწყდა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.
ასევე, 26 წლის დამატება გორის „დილას“ სურდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ლაზარე კუპატაძეს „საბურთალოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ლუქსემბურგულ „ჟენესსა“ და ბათუმის „დინამოში“ უთამაშია. კუპატაძე, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, 2021 წლის ზამთრიდან ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო. 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი აჭარული კლუბის ჩემპიონობით დასრულდა, რაშიც დიდი წვლილი ლაზარემ შეიტანა.