ტრავმების ეპიდემია - რა მდგომარეობაში არიან ზლატანი, მენიო და ბენასერი
ნელ-ნელა „მილანში“ ტრავმიანობა სრულდება. იტალიური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და „ტორინოსთან“ მატჩში მისი განაცხადში ხილვა სავსებით შესაძლებელია.
პოზიტიური სიტუაციაა ბენასერისა და მენიოს შემთხვევაში. პრიორიტეტი მათი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში დაბრუნებაა. „მილანის“ ნახევარმცველმა დაზიანება 30 იანვარს მიიღო და დიდი ალბათობით ის „ტოტენჰემთან“ ითამაშებს.
რაც შეეხება „როსონერის“ კარის დარაჯს, დაზიანება მან გასული წლის 19 ოქტომბერს მიიღო და დღემდე 16 მატჩი გამოტოვე. მენიო „მილანს“ 114 დღეა ვერ ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ სტეფანო პიოლის გუნდი ახლა ცუდ ფორმაშია და სერია ა-ს ბოლო რამდენიმე დაპირისპირება წააგო. მათ შორის მილანური დერბი. სატურნირო ცხრილში კი 38 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ პირველ მატჩს 14 თებერვალს იტალიაში გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.