სლოვანის გამარჯვება - ქართველების გუნდი 1/4-ფინალშია
სლოვაკეთის თასის მერვედფინალში „ბანსკა ბისტრიცა“ შინ ბრატისლავას „სლოვანთან“ 1:2 დამარცხდა, ვლადიმირ ვაისის გუნდი 1/4-ფინალშია.
„სლოვანის“ სასტარტოში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანის“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. მის თამაშს სიმწვავე აკლდა.
ანგარიში 21-ე წუთზე აბუბაქარმა გახსნა, „სლოვანი“ დაწინაურდა - 0:1. 44-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, გაშვებული გოლის ეპიზოდში ქართველი ფეხბურთელები შეცდნენ.
თამაშის ტემპი საკმაოდ დაბალი იყო, რაზეც გავლენა საკმაოდ დაბალმა ტემპერატურამაც იქონია. გარდა ამისა, სეზონი ახლახან განახლდა, „სლოვანისთვის“ დღევანდელი შეხვედრა მიმდინარე წელს პირველი ოფიციალური მატჩი იყო, ფეხბურთელები სასურველ ფორმაში არ არიან.
„სლოვანი“ შემდეგ შეხვედრას სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, სტუმრად „დუნაისკა სტრედასთან“ გამართავს (12 თებერვალი).