ლუკა ლაკვეხელიანი, მეზოკოვეშდი
Aa
Aa

მძიმე ტრავმები და გაწყვეტილი კონტრაქტი - ლაკვეხელიანი თავისუფალი აგენტია

CrystalSport-ის ცნობით, უნგრული „მეზოკოვეშდი“ 24 წლის ლუკა ლაკვეხელიანმა დატოვა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში უნგრეთის ჩემპიონატში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, ზამთარში კლუბთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, შემდეგ კი კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ამჟამად, მოთამაშე თავისუფალი აგენტია.

24 წლის ფეხბურთელი „მეზოკოვეშდის“ 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა მძიმე ტრავმების გამო უნგრულ კლუბში კარიერა არ აეწყო. პირველ სეზონში (2020-21) მარცხენა ფეხის ჯვარედინი იოგა გაიწყვიტა, რეაბილიტაციას თითქმის ერთი წელი დასჭირდა, მინდორს 2021-22 წლების სეზონში დაუბრუნდა, თუმცა მალევე იდენტური ტრავმა მარჯვენა ფეხზე მიიღო. 

2020 წლის ზაფხულში ლაკვეხელიანმა უნგრულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

ტრავმების გამო ''მეზოკოვეშდის'' რიგებში მხოლოდ 24 მატჩი ჩაატარა. 4 საგოლე პასი შეასრულა.

ლუკას საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან ქომაგებს თავი ტექნიკური და სწრაფი თამაშით დაამახსოვრა.

უნგრულ კლუბში გადასვლამდე ლაკვეხელიანი „საბურთალოში“ თამაშობდა (2015-20), მარცხენა მცველის პოზიციაზე საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორაჩე: „ნაპოლი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი არაა“
მორაჩე: „ნაპოლი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი არაა“