მადრიდის რეალი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

“ნაკრებიდან წადი“ - რეალმა მოდრიჩს ულტიმატუმი წაუყენა

ლუკა მოდრიჩს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია განაახლებს, თუ არა ხორვატი ნახევარმცველი ხელშეკრულებას, თუმცა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს აქვს.

გამოცემა OneFootball იუწყება, რომ „ბლანკოსმა“ 2018 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულს შეუსაბამო პირობა წაუყენა.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბმა“ ლუკას განუცხადა, რომ თუ კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ 1 წლით სურს, ივნისში ერთა ლიგის ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ ნაკრებიდან უნდა წავიდეს. რა თქმა უნდა, ეს ვეტერანი ნახევარმცველისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და უარი განაცხადა.

კარლო ანჩელოტი დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლუკა სანაკრებო კარიერას დაასრულებდა, თუმცა ხორვატიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და „რეალის“ „ათიანმა“ ეროვნულ ნაკრებში კიდევ გამოთქვა თამაშის სურვილი.

საბოლოო ჯამში რთული სიტუაცია მივიღეთ. ეს ყველაფერი მოდრიჩისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან მან ღიად განაცხადა, რომ ნაკრებში იქამდე ითამაშებს, სანამ ეს ქვეყნისთვის იქნება საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - კარლოს კეირუში კატარის ნაკრების მწვრთნელია
ოფიციალურად - კარლოს კეირუში კატარის ნაკრების მწვრთნელია