ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, კაროლინა მორაჩე
Aa
Aa

მორაჩე: „ნაპოლი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი არაა“

იტალიის ქალთა ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კაროლინა მორაჩემ, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 153 მატჩში 105 გოლი შეაგდო, „ნაპოლის“ შესახებ „პარტენოპეის“ ოფიციალურ რადიოსთან, Kiss Kiss Napoli-სთან გადაცემა Radio Goal-ში ისაუბრა.

„ნაპოლი“ პროგრესირებს და პროგრესირებს გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი. ლობოტკას გარდა ამას ვიტყვი დი ლორენცოზე, მარიო რუიზე, რადგან ჩემი აზრით მათ უკეთ ესმით სპალეტის ფეხბურთი. ეს არის გუნდი, რომელიც ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალიზმზე არაა დამოკიდებული. თუ კიმი, ჟესუსი ან ოსტიგორი თამაშობენ, იქ განსხვავებას ვერ ხედავ, რადგან ყველამ იცის, როგორ დასრულდება მატჩი, რა წერია ტაბლოზე.

თუ ერთი ფეხბურთელი ტრავმირებულია, მისი შემცვლელი საქმეს იგივე დონეზე ასრულებს. ეს არის სპალეტის ფეხბურთი. თითოეულ მოთამაშეს ამ ფეხბურთის თამაშისთვის აუცილებელი თვისებები აქვს“.

კაროლინა მორაჩემ ინსინიესა და კვარაცხელიაზე ისაუბრა:

„ინსინიე ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ ის გაცილებით მეტადაა პროგნოზირებადი ვიდრე კვარაცხელია, ნაწილობრივ მცველების თვისებების გამო, რადგან ფეხბურთი განვითარდა და მცველებმა იციან, როგორ აითვისონ სივრცეები, როგორ იმოქმედონ და შეაჩერონ ისინი“.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 17 მატჩში, 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში, 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით, მის აქტივში 10 გოლია. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა სერია A-ში საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარადონა ნამდვილი აღმოჩენაა“ - უეფას ვიცე-პრეზიდენტი
„კვარადონა ნამდვილი აღმოჩენაა“ - უეფას ვიცე-პრეზიდენტი