კარლოს კეირუში
Aa
Aa

ოფიციალურად - კარლოს კეირუში კატარის ნაკრების მწვრთნელია

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კატარის ნაკრებიდან ფელიქს სანჩეს ბასი გაათავისუფლეს. დღევანდელ დღემდე აზიის კონტინენტის წარმომადგენელი მწვრთნელის გარეშე იყო.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კატარის ეროვნულ ნაკრებს გამოცდილი კარლოს კეირუში გაწვრთნის. პორტუგალიელი სპეციალისტის მთავარი მიზანი კატარის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა იქნება.

შეგახსენებთ, რომ კანადაში, ამერიკაში და მექსიკაში გასამართ მუნდიალზე 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და აზიურ ქვეყნებს 8 გარანტირებული ადგილი ექნებათ. ეს კი კატარის შანსებს ზრდის.

ცნობისთვის, კარლოს კეირუში სხვადასხვა დროს პორტუგალიის, ირანის, კოლუმბიის, ეგვიპტის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს წვრთნიდა. საკლუბო კარიერაში კი „რეალს“ „სპორტინგს“ ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები